Tuesday, June 22, 2010

ტურიზმი


ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვსი მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. პის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში 1841 წელს ინგლისელმა კომერსანტმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. მან შეისყიდა მატარებლის ბილეთები და შემდეგ იგი მი.ყიდა მგზავრობის მსურველებს, ხოლო გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თვითონვე იკისრა. ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან".

ტურიზმის სახეობები

ტურიზმის სახეობებია:


ბიზნესტურიზმი;
გამაჯანსაღებელი ტურიზმი;
ექსკურსია;
საკონგრესო ტურიზმი;
სამთო ტურიზმი;
სამკურნალო ტურიზმი;
სპორტული ტურიზმი;
შემეცნებითი ტურიზმი;
ეკოტურიზმი;

ეკოტურიზმი


ეკოტურიზმი ეს არის ისეთი მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვიცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ეკოტურისტები შეიძლება იყვნენ ტყის მოყვარულები და აკვალანგისტები, რომლებსაც წყალქვეშა სამყარო აინტერესებთ.

ეკოტურიზმი ეს არის ისეთი მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებ

ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები

ერთი წლის განმავლობაში მიღებული ტურისტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნების რიცხვში შედიან:


70 მლნ - საფრანგეთი
48 მლნ - ესპანეთი
47 მლნ - აშშ
35 მლნ - იტალია
25 მლნ - დიდი ბრიტანეთი
24 მლნ - ჩინეთი
19 მლნ - მექსიკა
19 მლნ - პოლონეთი
18 მლნ - კანადა
17 მლნ - ავსტრია
16 მლნ - გერმანია
16 მლნ - ჩეხეთი
16 მლნ - რუსეთი
15 მლნ - უნგრეთი
12 მლნ - პორტუგალია
11 მლნ - საბერძნეთი
11 მლნ - შვეიცარია

საფრანგეთი


საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200 მუზეუმი, მთავარი ღირშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი.

ესპანეთი



2008 წლის მონაცემებით ესპანეთში 58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.

ტურიზმი & საქართველო


ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი. ტურისტების ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. აჭარის ზღვისპირეთსა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით 2009 წელს აზერბაიჯანი ლიდერობდა. მეორე ადგილი თურქებმა დაიკავეს. ისინი ბათუმში ძირითადად კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიან. აჭარის ზღვისპირეთში ჩამომსვლელთა შორის მესამე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც დასასვენელად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. უკრაინელ და ბალტიისპირელ ტურისტებს კი სამთო-სათხილამურო კურორტები მოსწონთ. დასავლეთ-ევროპელი ტურისტები კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.
2009 წელს საქართველოში მილიონ-ნახევარი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აჭარის ზღვისპირა კურორტებს დასვენების მიზნით 60 636 სომეხი ტურისტი ეწვია. საქართველოს საზღვაო კურორტებზე იმყოფებოდა თბილისელთა 24,8%, ხოლო ზამთრის კურორტებზე - 19,8%. დღეისათვის საქართველოში ტურისტთა შემოყვანაზე 95 ტურისტული კომპანია მუშაობს.