Tuesday, June 22, 2010

საფრანგეთი


საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200 მუზეუმი, მთავარი ღირშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი.

1 comment:

  1. jaime deux choses,toi et la rose,la rose pour un jour toi pour tojour la france

    ReplyDelete