Tuesday, June 22, 2010

ტურიზმი & საქართველო


ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი. ტურისტების ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. აჭარის ზღვისპირეთსა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით 2009 წელს აზერბაიჯანი ლიდერობდა. მეორე ადგილი თურქებმა დაიკავეს. ისინი ბათუმში ძირითადად კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიან. აჭარის ზღვისპირეთში ჩამომსვლელთა შორის მესამე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც დასასვენელად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. უკრაინელ და ბალტიისპირელ ტურისტებს კი სამთო-სათხილამურო კურორტები მოსწონთ. დასავლეთ-ევროპელი ტურისტები კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.
2009 წელს საქართველოში მილიონ-ნახევარი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აჭარის ზღვისპირა კურორტებს დასვენების მიზნით 60 636 სომეხი ტურისტი ეწვია. საქართველოს საზღვაო კურორტებზე იმყოფებოდა თბილისელთა 24,8%, ხოლო ზამთრის კურორტებზე - 19,8%. დღეისათვის საქართველოში ტურისტთა შემოყვანაზე 95 ტურისტული კომპანია მუშაობს.

No comments:

Post a Comment